რა შემთხვევაში გამოიყენება დიპფოსტა - ხიდაშელის განმარტება უტა ივანიშვილის და ელჩის სკანდალზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "პირველებთან" განმარტავს, რა შემთხვევაში ხდება დიპლომატიური ფოსტის გამოყენება. მისი თქმით, დიპლომატიური ფოსტა მხოლოდ გამომონაკლის შემთხვევაში იჩხრიკება, შესაბამისად, ყველაზე საიმედო გზაა, რაიმე ნივთის გადასატანად.
ამასთან, ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი ფოსტის კერძო ინტერსებისთვის გამოყენება სამართალდარღვევაა და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ამ ჩემოდანში შეიძლება, ყოფილიყო ნებისმიერ რამ: დაწყებული ფულიდან, დამთავრებული იგივე დოკუმენტაციით ქონების გადაადგილების შესახებ ივანიშვილის. ის, რომ დიპლომატიური ფოსტის გამოყენება ხდება ერთი კერძო პირის მიერ მეორე პირისთვის რაღაც ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელიც არ არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რომ იყოს, ამას ხომ გვეტყოდნენ. რადგან ეს არ გვითხრეს და სავარაუდოდ, არც გვეტყვიან, ეს რჩება კერძო ოპერაციად. კერძო ოპერაციისთვის დიპლომატიური ფოსტის გამოყენება არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. დიპლომატიური ფოსტა, ძირითადად, თუ არ არსებობს რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, ჩხრეკას არ ექვემდებარება. თუ არ არის პირადი მიზნებისთვის გამოყენება, მაშინ უნდა მოგვიყვეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რასთან გვქონდა საქმე, - ამბობს ხიდაშელი.
ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინსტრო.