COVID-19-ზე აცრის მოწინააღმდეგეთა 37,5% მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს - საქსტატი

15.09.21 12:05
COVID-19-ზე აცრის მოწინააღმდეგეთა 37,5%  მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს - საქსტატი

საქსტატის კვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწინააღმდეგეთა 37,5% აცრაზე უარის თქმის  მიზეზად უშვილობას, ან სიკვდილს ასახელებს. 36.5% ამბობს, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი.

რესპონდენტების 28.8% ამბობს, რომ აცრას გაიკეთებდა.

მოწინააღმდეგებიდან 10.4 %-ის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, 31.4 %-სთვის  – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია.