ნუ გაისუსებით- აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან

15.09.21 13:31
ნუ გაისუსებით- აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან

მღვდლების, ეპისკოპოსების, სტიქაროსნების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების უკანონო მოსმენას აპროტესტებენ ამ წუთებში სუს-თან.

ადგილზე მისული პარტია ,,ლელოს"   აქტივისტები ,,ქართულ ოცნებას" ადამიანების ტოტალურ მოსმენაში ადანაშაულებენ და რეაგირებას ითხოვენ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში უკანონო მიყურადება და თვალთვალი. ახალგაზრდა თაობას არ გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სუსი ჩვენს სახლებში, ჩვენს საძინებლებში, იქნება. - ამბობს ,,ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ოთარ ფარულავა.