ავარია სამტრედიაში - დაღუპულია 3 ადამიანი
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 3 ადამიანი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტაქსი შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.