არქიმანდრიტი ბართლომე ოპერატიული ცნობების ავთენტურობას სრულად ადასტურებს

15.09.21 15:31
არქიმანდრიტი ბართლომე ოპერატიული ცნობების ავთენტურობას სრულად ადასტურებს

ბიძინა ივანიშივლის ახლო  გარემოცვის წევრი სასულიერო პირი სუსიდან გამოჟონილი ოპერატიული ცნობების ავთენტურობას სრულად ადასტურებს. არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი პირველ კომენტარს ტვ პირველთან აკეთებს. სასულიერო პირი არ უარყოფს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  ბიძინა ივანიშვილთან და ეკატერინე ხვედელიძესთან საუბარი ნამდვილად ჰქონდა.

არქიმანდრიტი ბართლომე სუს-ს აკრიტიკებს და ეჭვობს, რომ სისტემაში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" კადრები არიან. 

უშიშროების სამსახურის მოვალეობა არის, უსმინოს უცხო ქვეყნის აგენტებს დ აუზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა ინდივიდუალურად კონკრეტულ ადამიანებს. ყოველთვის ვციოდი, რომ მისმენდნენ, მოყოლებული "ნაციონალური მოძრაობიდან" დღემდე, თუმცაღა თუ კიდვე ვინმე მეტყვის, რომ გისმენდნენ და კიდევ ამ მთავრობას უჭერ მხარს, მაინც ამ მთავრობას ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ის გადმონაშთი "ნაციონალური მოძრაობის" აღმოიფხვრას სახლემწიფო სტრუქტურებიდან", - ამბობს მამა ბართლომე.