სუსი-ს საიდუმლო ფაილები - ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

15.09.21 15:00
სუსი-ს საიდუმლო ფაილები - ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს. ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საქმე სუსი-დან გამოჟონილ საიდუმლო ფაილებს ეხება. 

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ უფლებადამცველთან,  ლევან მახარაშვილთან ერთად მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჟურნალისტებს კანონი გვანიჭებს უფლებას, რომ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენება არ მივცეთ საგამოძიებო უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და საინფორმაციო გამოშვებები მაქვს გასაკეთებელი და პლიუს, დასაგეგმი შაბათის ეთერი, მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი, მივცემდი ჩვენებას იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს. ახლა როდესაც შევალ პროკურორთან, გავარკვევ რა არის განზრახვა მათი. ძალიან მარტივი იქნება ამ განზრახვის დადგენა , რომ ისინი რეალურად იძიებენ მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუ მათი სურვილია, რომ  პასუხისგებაში მისცენ იმ ათი ათასობით ჩანაწერის უკანონოდ გამკეთებელი ადამიანი, ვინც ამას წერდა ამდენი ხნის განმავლობაში. აქ რომ ყოფილიყო საუბარი რაიმე კანონდარღვევის შედეგად მოსმენის განხორციელებაზე, ეს იქნებოდა გასაგები, რომ ყოფილიყო სასამართლოს განჩინება, რომ ყოფილიყო ოპერატიული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ, ჟრნალისტები, ყველა ტელევიზიიდან, ვინც ამ თემაზე რეპორტაჟებს ამზადებს, მხოლოდ ინფორმაციის 2 ან 3 %. ისეთ რაღაცეებს უსმენდნენ, ისეთ რაღაცეებს იღებდნენ, ისეთ რაღაცეებს აკონტროლებდნენ, რომელსაც კავშირი საერთოდ არაფერთან არ აქვს. ეს ეხება მხოლოდ მღვდილის და მონაზვნის პირად ცხოვრებას და სხვა არაფერს. ეს არის ამორალური, როდესაც სუს-ი ამას აკეთებდა, - განაცხადა მელაძემ.  

"ტვ პირველი" ერთ-ერთი მედიასაშუალებაა, რომელმაც ათობით საიდუმლო ოპერატიული ცნობა სოციალურ ქსელში 13 სექტემბერს მიიღო. ფარული ჩანაწერების გასაჯაროვების გადაწყვეტილება არხმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ოპერატიული ცნობების შესახებ ინფორმაცია ძალოვან უწყებას მიაწოდა.