არც ერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება - კახი კალაძე ,,ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

15.09.21 15:59
არც ერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება - კახი კალაძე ,,ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

კახი კალაძე ,,ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პრობლემა მოგვარებულია და 6 ათასამდე  პირის საცხოვრებელის სახლის მშენებლობა დასრულდება.

თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

6 ათასამდე ოჯახისთვის დასრულდა წვალების პერიოდი. ყველა მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები. ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისი მერია, ვართ გარანტი, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხის გარანტით და რა თქმა უნდა, დათქმულ ვადებში - განაცხადა თბილისის მერმა.