სუსი-ს უკანონო თვალთვალი - ფარული მიყურადების მსხვერპლი ადამიანები სამართლებრივ დავას იწყებენ

15.09.21 17:35
 სუსი-ს უკანონო თვალთვალი - ფარული მიყურადების მსხვერპლი ადამიანები სამართლებრივ დავას იწყებენ

ხელისუფლების ორგანიზებული, უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლი ასობით ადამიანი ახლა სუსი-ს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ათობით ჟურნალიტის, პოლიტიკოსის, სასულიერო პირისა და უფლებადამცველის სარჩელები სასამართლოში ერთდროულად შევა. ადამიანები,  ვისზეც სუსი ყოვედღიურად ათობით ,,დანონსს" წერდა, სამართლებრივ დავას ევროპულ სასამართლოშიც აანონსებენ.

ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი სარჩელის შემდეგ პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან ეს სისტემური დანაშაულია. რადგან ხელისუფლება უკანონოდ უთვალთვალებს და იწერს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების საუბარს, პირად კომუნიკაციას. არავის აქვს იმედი, რომ გამოიძიებენ, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში უნდა გავიაროთ აბსოლუტურად ყველა საფეხური, რათა მივაღწიოთ ევროპის სასამართლომდე - განუცხადა ტვ პირველს სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ.

სასულიერო პირის, დედა სიდონიას, თქმით, მას სასამართლოს განჩინების გარეშე, უკანონოდ უსმენდნენ, ამიტომაც შეეცდება, შექმნას პრეცენდენტი, რომ სასულიერო პირი სამართლებრივ დავას დაიწყებს.

ხდებოდა ჩემი და ჩემი უფლებადამცველის საუბრის სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაწერა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ. ვარ დაუცველი და ჩვენ უნდა დავიცვათ ეს წესები და კანონი, უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ სასულიერო პირმაც შეიძლება, მიმართოს ასეთ უწყებებს - აცხადებს დედა სიდონია.

დაზარალებულთა უფლებებისთვის უკვე მუშაობენ არასამათავრობ0ო ორგანიზაციები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სამართლებრივი დავის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.