სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა რეჟიმმა 5 ათასი ლარით დააჯარიმა

12.02.25 10:09
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა რეჟიმმა 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

ზურა ცეცხლაძის ცნობით, მას სახლთან 7-მდე პოლიციელი დახვდა და საჯარიმო ოქმი ჩააბარა. 

TV პირველზე ეტყობა ეფექტური გამოსვლა მქონდა, შესაბამისად, სახლთან დამხვდა 6-7 პოლიციელი და ჩამაბარეს 5 000-ლარიანი საჯარიმო ოქმი, 8 თებერვალს პარლამენტთან გზის გადაკეტვას მედავებიან. ახლა ნახონ ამათ, როგორ ვათრიო სასამართლოებში. ბრძოლა ბოლომდე, გავიმარჯვებთ სახელოვნად! - წერს ის.

მსგავსი სიახლეები