სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს

15.09.21 17:32
სისხლიანი გარჩევა ვერაზე - ანჯაფარიძის ქუჩაზე  ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ამ ეტაპზე საგამოძიებო ქმედებები უტარდება იმ ავტომობილს, რომლითაც მოხდა დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ოთხმა პირმა ,,რენჯ როვერის" მარკის მანქანაში მჯდომი პირი მანქანიდან გადმოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

,,რენჯ როვერის" მარკის ავტომობილზე 2 ტყვიის კვალი ემჩნევა.