ლადო ბედუკაძე საქართველოშია - გახდება თუ არა ციხის სკანდალის ავტორი ხელისუფლების მაშველი რგოლი?

15.09.21 20:01
ლადო ბედუკაძე საქართველოშია - გახდება თუ არა ციხის სკანდალის ავტორი ხელისუფლების მაშველი რგოლი?

გახდება თუ არა ციხის სკანდალური კადრების ავტორი ამ არჩევნებზეც ხელისუფლების მაშველი რგოლი? ,,პირველების" ინფორმაციით, ლადო ბედუკაძე საქართველოშია. იმ კადრების ავტორი, რომელმაც წინა ხელისუფლება გადაიყოლა, ,,ოცნების" მფარველობის გარეშე იყო დარჩენილი და თავს გერმანიას აფარებდა.
დასჭირდა თუ არა ხელისუფლებას ისევ ბედუკაძე? და ისევ წინასაარჩევნოდ?- სკანდალური კადრების ავტორი ამტკიცებს, რომ  გერმანიაში მას  ცხოვრებისა და მუშაობის  უფლება ჰქონდა, თუმცა წინასაარჩევნოდ, მოულოდნელად გერმანიის მთავრობამ ის ჩვენს ქვეყანაში გამოადეპორტა.
ბედუკაძის სახლში მისულ პირველების გადამღებ ჯგუფს კითხვებზე არ უპასუხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მესენჯერში გამოგზავნილი შეტყობინებით კი ბედუკაძე პირველებს უმტკიცებს, რომ გერმანიაში მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ამიტომ გამოარიდეს სასწრაფოდ ევროპას და ჩამოიყვანეს საქართველოში. 

ბედუკაძის ადვოკატი, ირმა ორჯონიკიძე, ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციას. უფლებადამცველი  არ გამორიცხავს ბედუკაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტს.