სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - პირველებმა შემთხვევის დეტალები გაარკვია

15.09.21 20:21
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - პირველებმა შემთხვევის დეტალები გაარკვია

კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილს,18 წლსი ნიკა კვარაცხელიას,  თბილისის ცენტრში 9 ტყვია ესროლეს. ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ სავარუდოდ მისმა ახლო ნაცნობმა გაიმეტა. არსებული ინფრომაციით, კონფლიქტი დაჭრილის სახლში დაიწყო და  სისხლიანი გარჩევით ანჯაფარიძის ქუჩაზე დასრულდა. 
 პოლიცია დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს. ის ადგილიდან გაიქცა. დაჭრილი 18 წლის ბიჭი კი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, საავადმყოფოფში  გამვლელებმა  გადაიყვანეს. ექიმები მისი გადარჩენისთვის ამ წუთებშიც იბრძვიან.  ახალგაზრდა ბიჭს 9-დან ორი ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. 

იმ ადგილზე, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, 4 კამერა დგას და წესით, სამართალდამცველებს დამნაშავე იდენტიფიცირებული უნდა ჰყავდეს.

რომ გადმოვიდა ეს ბიჭი, 9 ტყვია დაახალეს, 2 გულში. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, პროფესორის შვილიშვილია ის ბიჭი, აიყვანა და მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა. ვერ გეტყვით, ვინაა დაჭრილი, ახალი ნაყიდი აქვს აქ ბინა.- უყვება ტვ პირველს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მე-9 საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

უკავშირდებათუ არა ნიკა კვარაცხელიას დაჭრის ფაქტი მისი მამის კრიმინალურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ,კანონიერი ქურდი" გია კვარაცხელია იტალიაში იმყოფება.