ქარელში ,,მთავარი არხის" ოპერატორი ,,ოცნების" წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს

15.09.21 19:49
ქარელში ,,მთავარი არხის" ოპერატორი ,,ოცნების" წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ქარელში ,,ქართული ოცნების" წევრებმა ოფისის მეორე სართულიდან ,,მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია, გადმოაგდეს. ინფორმაციას ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ოპერატორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ,,ქართული ოცნების" შტაბის მეორე სართულიდან, ,,ოცნების" წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი  ოპერატორი, რომელიც ახლა გადაჰყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს. 
ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?
ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream.- წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.