სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

16.09.21 10:10
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში  - ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, სისხლიანი ანგარიშსორების შედეგად დაჭრილი 18 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. 18 წლის ბიჭს ვერაზე გუშინ თავს დაესხნენ.

კვარაცხელია ხეჩინაშვილის კლინიკაში  გულმ-მკერდის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით გუშინვე შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

18 წლის ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით  ეძებს.  ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას, შვილს თბილისის ცენტრში 9 ტყვია გუშინ ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ სავარუდოდ, მისმა ახლო ნაცნობმა გაიმეტა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.