"მთავარის" დაშავებული ოპერატორი თბილისში გადმოიყვანეს - როგორია ლევან აბლოთიას მდგომარეობა

16.09.21 10:38
"მთავარის" დაშავებული ოპერატორი თბილისში გადმოიყვანეს - როგორია ლევან აბლოთიას მდგომარეობა

ფიზიკური ანგარიშსწორება "მთავარი არხის" ოპერატორზე - ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,მთავარი არხის" ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გუშინ გადმოაგდეს. ის თბილისში კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. 

26 წლის მამაკაცი შემოყვანილია კლინიკაში სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორიაციები, ტკივილი. ჩატარებული მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზეა საეჭვო რენტგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გაყვანილია დამატებით კვლევებზე", - ამბობს ლელა წარია.