ორმხრივი სროლა წყნეთში - დაჭრილია 4 პირი, მათ შორის ერთი ქალია

16.09.21 11:15
ორმხრივი სროლა წყნეთში - დაჭრილია 4 პირი, მათ შორის ერთი ქალია

ტვ პირველმა წყნეთში, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე, მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები გაარკვია - როგორც დევნილთა დასახლებაში "პირველების" კორესპონდენტს უყვებიან, ორმხრივი სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალი, მას ბრმა ტყვია მოხვდა. 

თვითმხილველთა თქმით, სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სროლა კი დევნილთა დასახლებაში 20 წუთის განმავლობაში ისმოდა. 

"ტვ პირველი" დაჭრილი ქალის, ია ქვაჩახიას, დედას ესაუბრა. მისი თქმით, ქვაჩახიას გადაუდებელი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. 

"თირკმელი მოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს. გამჭოლი ჭრილობა იყო"- აცხადებს დაჭრილის დედა.