UNICEF ქვეყნებს სკოლების სასწრაფოდ გახსნისკენ მოუწოდებს

16.09.21 11:19
UNICEF ქვეყნებს სკოლების სასწრაფოდ გახსნისკენ მოუწოდებს

UNICEF  ქვეყნებს მოუწოდებს, რაც შეიძლება, მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც სწავლა ჯერ კიდევ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. UNICEF -ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბევრ ქვეყანაში სწავლა უკვე 18 თვეა, საკლასო ოთახებში არ მიმდინარეობს, ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ, ან სრულად დახურულია. 6 ქვეყანაში: ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში  სკოლები თითქმის მთლიანად დახურულია. 

შესაძლოა, მოსწავლეები შეიძლება, უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლში, მაგრამ კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და განათლების არათანაბარი ხარისხი არის პრობლემები, რომელთა წინაშეც ისინი  დგანან, ჩვენი გზავნილი ხმამაღალია - ყველგან სკოლები უნდა გაიხსნა, ყველაზე ადრე და დაიხუროს ყველაზე ბოლოს ,“- წერია UNICEF-ის ინფორმაციაში. 

UNICEF-მა სკოლების გახსნის მოწოდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეორგოლიც განათავსა, სადაც საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც სკოლების დახურვამ არასრულწლოვნებში გამოიწვია.