სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

14.02.25 16:26
სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო - ინფორმაცია "პირველებს" თავდაპირველად ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა დაუდასტურა. 

მისი თქმით, კომენტარს თბილისში მყოფი უფლებადამცველები უახლოეს წუთებში გააკეთებენ.

განახლება: განცხადება რამდენიმე წუთის წინ საიამაც გაავრცელა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად სცნო.

 ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. 

ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს. 
 სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ" - აცხადებს საია. 

ცნობისთვის, გისოსებს მიღმა გამოკეტილი ჟურნალისტის უფლებადამცველებმა სასამართლოს, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების თაობაზე 13 თებერვალს მიმართეს.

მზია ამაღლობელი  34-ე დღეა შიმშილობს.