სასამართლო კლანი ახალ სკანდალში - რა მეთოდებით ცდილობდა ფარცხალაძე სასამართლოში ოლიგარქისთვის სასურველი განაჩენების დაყენებას

14.02.25 21:33
სასამართლო კლანი ახალ სკანდალში - რა მეთოდებით ცდილობდა  ფარცხალაძე სასამართლოში ოლიგარქისთვის სასურველი განაჩენების დაყენებას

მოსამართლეების მოქრთამვა, გადაბირება, შანტაჟი - ირკვევა, რომ ამ ყველაფერში სანქცირებული ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო ჩართული. სისტემის მხილების სერიას მოსამართლეები აგრძელებენ. "პირველებს" უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე უყვება, როგორ მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა ივანიშვილის მიგზავნილი შუამავლების და ოთარ ფარცხალაძის ხელით. თუ უვადო მოსამართლეობა და კარიერის შენარჩუნება გინდა, ივანიშვილის მითითებებს უნდა მიჰყვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იწყება მუქარა და შანტაჟი.

ბესარიონ ალავიძემ სისტემის მხილება დავით ჯუღელის შემდეგ გადაწყვიტა. ორივე მოსამართლე ერთ სახელს და გვარს, ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს. კაბელების საქმის მოსამართლე იხსენებს, როგორ სთავაზობდა გარიგებას ექს გენერალური პროკურორი. დიდი ფული, კეთილდღეობა, ძვირადღირებული საჩუქრები ან სისტემიდან გაშვება მოსამართლეებს ივანიშვილის რეჟიმი ამ ორ არჩევანს აძლევს. სისტემა დაუმორჩილებელ მოსამართლეებს რეპრესიებს უწყობს. დაშინების მიზნით ჯუღელის შვილის გატაცებაც კი სცადეს.

როდის შედგა ოლიგარქსა და სასამართლო კლანს შორის გარიგება?! ირკვევა, რომ მთავარი და პირველი "კაბელების საქმე" იყო. ივანიშვილს ისე უნდოდა ალასანიას დასჯა, რომ ყველაფრისთვის მზად იყო. გარიგება შედგა. კახა წიქარიშვილი იხსენებს, რომ ამ გარიგების შემდეგ უკან დაიხიეს წულუკიანმა და გვენეტაძემ და კლანი ივანიშვილის რეჟიმმა წარმატებით ჩააყენა მის სამსახურში.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.