ვინ ესროლა ფოიერვერკი სპეცრაზმელს და რა მტკიცებულებები არსებობს აქტივისტის წინააღმდეგ

პროკურატურამ მინდაძის საქმეზე ორი ვიდეო მტკიცებულება წარმოადგინა, ორივე სამთავრობო მედიის გადაღებული. პირველ ვიდეოში ჩანს გიორგი მინდაძე, შემდეგ კი ფოიერვერკის აფეთქება, რომელიც უკვე სხვა კამერით არის გადაღებული. პროკურორი ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელი ამ სროლის შემდეგ დაშავდა, თუმცა ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტომ ნადირობის სეზონი გახსნა - ვისაც სასამართლოში არ აჯარიმებენ, ოქმები სახლებში ჩამოურიგეს. 5 0000 ლარით დააჯარიმეს "ძლიერი საქართველოს" წევრი თაზო დათუნაშვილი და სალომე სამადაშვილი. პოლიციამ აქციაზე ყოფნის გამო ორ ეპიზოდად დააჯარიმა ლევან სანიკიძეც. 12 თებერვალს საკუთარ დაბადების დღეზე ყოფნის გამო ჯარიმის ფურცელი ჩააბარეს მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს.
ორკესტრირებულ ჯარიმებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს მასკარადია.
გარდა პოლიტიკოსების, აჯარიმებენ სტუდენტებს, ექიმებს, იურისტებს. ამ მეთოდით ივანიშვილის პოლიცია პროტესტის ჩახშობას და ხალხის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.