ბადრაგს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებენ - რა მოხდა გლდანის ციხეში

14.02.25 20:25
ბადრაგს  ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებენ - რა მოხდა გლდანის ციხეში

შვილმკვდარი დედა გლდანის ციხის უფროსს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებს. 52 წლის პატიმარი დავით გუჯეჯიანი ოჯახმა გუშინ დაკრძალა. დედას შვილის გარდაცვალების შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან შეატყობინეს. უთხრეს, რომ მის გარდაცვლილ შვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლში წაესვენებინათ. 

დავით გუჯეჯიანის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ ბოლოს შვილს გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე 4 თებერვალს ესაუბრა. გუჯეჯიანმა დედას უთხრა, რომ ჯანმრთელობას არ უჩიოდა. 2 დღეში პენიტენციური სამსახურიდან ოჯახს აცნობეს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გუჯეჯიანი კლინიკა "ვივა მედში" გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს, მეორე დღეს კი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გუჯეჯიანი ციხეში სცემეს, რამაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის მდგომაროება კიდევ უფრო დაამძიმა, კლინიკაში კი,, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. ამის თქმის საფუძველს ოჯახს ეტლს მიჯაჭვული პატიმრის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები აძლევთ. დავით გუჯეჯიანის მეუღლე "პირველებთან" ამბობს, რომ ეტლს მიჯაჭვული 52 წლის კაცს ციხის ბადრაგები ხშირად სჯიდნენ. მიზეზი უსამართლო მოპყრობის მიმართ შეუგუებლობა იყო. ისედაც მძიმე დიაგნოზის მქონე პატიმარს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სამარტოო საკანში ამწყვდევდნენ.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.