რამდენი მილიონი მოპარა ოლიგარქმა ხალხს და როდის დაიწყო ქონების გადამალვა
ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების გადამალავა 2022 წლის აგვისტოდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც 2022 ივნისში ევროპარლმაენტმა მისი დასანქცირების მოთხოვნით პირველი რეზოლუცია მიიღო. ეს სკანდალური დეტალები საერთაშორისო საგამოძიებო კონსორციუმმა დღეს საღამოს გამოაქვეყნა. ოფშორებში რეგისტირებულმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ კრიტსტის აუქციონის სახლს ივანიშვილის კუთვნილი ფრანგი და რუსი მხატვრების ნამუშევრების გადატანის უფლება სწორედ 2022 წელსვე მოსთხოვა.ამ ნახატების ღირებულება 90 მილიონი დოლარი იყო.
ტვირთის გადატანის მოთხოვნა დარეგისტრირდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტირებული კომნპანია "ლინდენ მენეჯმენტის" მიერ. ეს კომპანია ინახავდა ივანიშვილის ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის, პიკასოს, ვან გოგის და მონეს ნამუშევრებს. ამას ადასტურებს სასამართლოს ჩანაწერები. ტვირთის მიღებად დარეგისტრირებული იყო კომპანია "ფინ სერვისი".
კომპანია "ფინ სევრისი" ბიძინა ივანიშივილის საკუთრებაა. ის საქართველოშია რეგისიტრებული და ოლიგარქის პირად საჭიროებების ემსახურება. მაგალითად, ივანიშვილის საცხოვრებელი სახლები, სხვა პირადი სარგებლოიბის ინფრასტრუქტურა, ამ კომპანიის სახელზეა რეგისტირირებული. საერთაშოროს საგამოძიები ქსელის მოპოვებული მტკიცეუბლებებით დასტურდება, რომ ივანიშვილმა ქონების დამალვა ევროპარლამენტის პირველი რეზოლცუციაში მისი სახელის ხსენების შემდეგ, 2022 წელსვე დაიწყო. საქართველოში ნახევარი მილიარდი დოლარის ხელოვნების ნიმუშების შემოსატანად ივანიშვილს დიდი გადასახადი უნდა გადაეხადა.
მოვლნების ეს ქრონოლოგია ადასტურებს მანამდე არსებულ ეჭვებს, რომ კანონი ოფშორების შესახებ პარლამენტმა ივანიშივლისთვის შეცვალა, რომ ბიუჯეტში ოლიგარქს განბაჟების 242 მილიონი არ გადაეხადა.