ოპოზიციის ტერორში რაჟდენ კუპრაშვილიც ჩაერთო - ანტიკორუფციული ბიურო ყოფილ დეპუტატებს აჯარიმებს

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის დაჯარიმების ახალი მექანიზმი აამოქმედა. პოლიტიკოსებს, რომლებსაც არალეგიტიმურ პარლამენტში მანდატები უკვე გაუუქმეს და არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ უკავიათ. თანამდებიბის პირის დეკლარაციის შეუვსებლობისთვის 1000 ლარით აჯარიმებენ. თენგო თევზაძეს ჯარიმის ფურცელი დღეს დილით, რაჟდენ კუპრაშვილისგან ფოსტით მიუვიდა.
ანტიკორუფციული ბიურო სადამჯელო უწყებად არჩევნების წინ გარდაიქმნა. ჯერ რაჟდენ კუპრაშვილმა რეპრესიების არასამთავრბო ორგანიზაციებს მოუწყო, ახლა კი ჯერი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მიდგა. თუ დაჯარიმებულები 1000 ლარს არ გადაიხდიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ .
ანტიკორუფციული ბიურო უკვე თვეებია თავად აეღვევს კანონს. "ქართული ოცნების" წევრების, ივანიშვილის მინისტრების, მოსამართლეების და პოლიციის მაღალჩინოსნების დეკლარაციები გადამალეს, რაც ხალხისთვის საჯარო უნდა იყოს, გაურკვეველი მიზეზით ჩაკეტილია. მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, ხალხის დაქირავებულმა საჯარო მოხელემ რა შემოსავალი მიიღო, საიდან და რაში დახარჯა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.