პროტესტის 79 დღე - საპროტესტო მსვლელობა დღეს ზვიად ცეცხლაძეს ეძღვნება

14.02.25 21:30
პროტესტის 79 დღე - საპროტესტო მსვლელობა დღეს ზვიად ცეცხლაძეს ეძღვნება

პროტესტის 79 დღე - "არ დავიღლებით, ვერ შეგვაშინებთ, არ გავრჩერდებით!" - ამ მოწოდებებით ხალხი ისევ ქუჩაშია და სინდისის პატიმრებს უცხადებს სოლიდარობას. დღევანდელი მარში ზვიად ცეცხლაძეს ეძღვნება, სტუდენტს, რომელსაც რეჟიმი მრავალი წლით უპირებს საკანში გამოკეტვას. ზვიად ცეცხლაძესთან ერთად კი მსვლელობის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ კიდევ იმ 48 სინდისის პატიმარს, რომელსაც რეჟიმი ქვეყნის სიყვარულისთვის სჯის.

პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მათი ხმა უნდა შეისმინოს, უნდა ჩანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. 

მთელი ცივილიზებული სამყარო გვიჭერს მხარს ჩვენ და ამიტომ ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ უნდა ჩანიშნონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. და კიდევ, თავისუფლება მზია ამაღლობელს! მართლაც გმირ ქალს! ონისე დღეს ვინახულეთ, კარგ განწყობაზეა, ძალიან დიდ მადლობას უდის ჟურნალისტებს და ხალხს, ვინც აქ დგას, - ამბობს სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის დედა. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.