"ჩახედე სისხლიან რეჟიმს სახეში" - აქცია-პერფორმანსი რუსტაველის გამზირზე

14.02.25 22:03
"ჩახედე სისხლიან რეჟიმს სახეში" - აქცია-პერფორმანსი რუსტაველის გამზირზე

"ჩახედე სისხლიან რეჟიმს სახეში" - ამ შინაარსის აქცია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმართება. მოქალაქეები ქუჩაში სიმბოლურად სარკეებით გამოვიდნენ, რათა პოლიციამ საკუთარ ანარეკლს რეალობაში ჩახედონ. ამ პერფორმანსით აქციის მონაწილეები ალოვანებს ეუბნებიან, რომ დღეს პოლიცია უსამართლობას იცავს და ოლიგარქის ხელში ძალადობის ინსტრუმენტია. 

ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ პოლიციამ დაკარგა სახე. ის ძალადობს ხალხზე და არის უსამართლო. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ პატარა აქცია-პერფორმანის გაგვეკეთებინა, დაგვენახებინა მათთვის სარკეში ანარეკლი და დაენახათ მათი ამჟამინდელი სახე, - ამბობს აქციის მონაწილე. 

პროტესტის 79 დღესაც პოლიციამ მოქალაქეებისთვის ხელიშეშლა ვერ მოახერხეს და დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა.