"არ ვიცი, ვინ მოესროლა" - რას ეუბნებოდა "კანონიერი ქურდის" შვილი თვითმხილველებს

16.09.21 12:49
"არ ვიცი, ვინ მოესროლა" - რას ეუბნებოდა "კანონიერი ქურდის" შვილი თვითმხილველებს

"პირველებმა" ფიქრის გორაზე ჩაცხრილული 18 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმის მთავარი მოწმე ჩაწერა. 

შემზარავი ამბის თვითმხილველი "პირველებს" უყვება, რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა. კვარაცხელია კლინიკაში მიყვანამდე გონზე იყო. 

მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ.

ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ გასროლა მოხდა პისტოლეტიდან. დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. დავინახეთ, რომ ძირს ეგდო, დაჭრილის ავტომობილით გადავიყვანეთ კლინიკაში"- აცხადებს თვითმხილველი. 

მისი თქმით, კვარაცხელიას ავტომობილს 2 ნატყვიარი ეტყობოდა, თავად დაჭრილი კი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა: 

გონზე იყო, თავიდან სასწრაფო დახმარება ითხოვა. კონტაქტური იყო, სახელი და გვარი ვკითხეთ. ამბობდა, არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდაო... მხოლობითში საუბრობდა ძირითათად"- უთხრა მედიას საქმის მთავარმა მოწმემ. 

მოკლული ნიკა კვარაცხელია ცნობილი კანონიერი ქურდის შვილია. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ მამის საქმიანობას და შურისძიებას უკავშირდება.