სცენიდან გამოცხადებული სოლიდარობა - სტეფანე სინდისის პატიმრების დასახმარებლად ფონდში თანხას რიცხავს

15.02.25 10:33
სცენიდან გამოცხადებული სოლიდარობა - სტეფანე სინდისის პატიმრების დასახმარებლად ფონდში თანხას რიცხავს

სცენიდან გამოცხადებული სოლიდარობა სინდისის პატიმრებისთვის - მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების მხარდასაჭერად საგანგებოდ შექმნილ ფონდში კონცერტიდან შესულ თანხას რიცხავს.

მადლობა ყველას მობრძანებისთვის განსაკუთრებით ასეთ რთულ დროში, როდესაც გარეთ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაპატიმრებულია ძალიან ბევრი ადამიანი. ჩემი უპირობო სოლიდარობა ამ ადამიანებს, ყველა მოშიმშილე პატიმარს. ჩვენი დღევანდელი კონცერტის ერთ-ერთი მიზეზიც ის იყო, რომ ჰონორარს, რომელსაც ავიღებ, მთლიანად გადავურიცხავ ნანუკას ფონდს". - განაცხადა სტეფანე მღებრიშვილმა.