სპეცოპერაცია შიდა ქართლში - დაკავებულები თბილისში გადმოჰყავთ

16.09.21 13:16
სპეცოპერაცია შიდა ქართლში - დაკავებულები თბილისში გადმოჰყავთ

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 10-მდე პირი ზაჰესის იზოლატორში გადმოჰყავთ. ისინი  ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. 

სპეცოპერაცია ერთდროულად  გორსა და ხაშურში ჩატარდა და ათამდე პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით  დააკავეს. "პირველების" ინფორმაციით, ხმაურიანი ოპერაციის შედეგად ხელბორკილები დაადეს "მღვდელოვიჩსა" და ე.წ კანონიერი ქურდის ნოდარ მუმლაძის შვილს. მუმლაძის ოჯახის წევრები  დაკავებულის  კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.

მეზობლებმა დამირეკეს, რომ სპეცრაზმია სახლში. ჩემი შვილი ტერორისტი არ არის, მთელი ცხოვრება ვზრდიდი, რომ ესეთი რამე არ დამმართნოდა. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს და პატარ-პატარა ბიზნესები აქვს" - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა. 

მსგავსი სიახლეები