"ოცნება" ქართველობას გვართმევს - დავით ბეშიტაიშვილი

15.02.25 11:06
"ოცნება" ქართველობას გვართმევს - დავით ბეშიტაიშვილი

 

 

მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი 15 თებერვალს, თბილისში დაანონსებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას შეუერთდება. 

როგორც ხელოვანი "პირველებთან" ამბობს, "ქართული ოცნება" საზოგადოებას ქართველობას ართმევს, სწორედ ამიტომ მისივე განმარტებით, ერის კონსოლიდაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ნებისმიერ სახალხო ერთობას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამათი არცერთი საქციელი ადეკვატური არ არის. თუ ვინმე რამეს გვართმევს ეროვნულს, ესენი არიან. ესენი ქართველობას გვართმევენ", - ამბობს დავით ბეშიტაიშვილი. 

15 თებერვალი საქართველოში დიდი პროტესტის დღეა - რუსული დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში, 18:00 საათზე, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაანონსებული. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს ხალხი გეგმავს, საკუთარი ძალა შუშის სასახლეების მოყვარულ ოლიგარქს და მის არაღიარებულ მთავრობას დაანახოს. პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები შეკრებას ევროპის მოედანზე დაიწყებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.