"პოლიციელებმა მცემეს და შსს აქეთ მედავება, რომ ხელს ვუშლიდი" - ჟურნალისტებზე თავდასხმა ამ დრომდე გამოუძიებელია
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე არაერთი თავდასხმა ამ დრომდე გამოუძიებელია - კარლო კაციტაძის უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლებიც კი არ ჰყავს იდენტიფიცირებული, რომლებიც საპროტესტო აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტებს თავს მიზანმიმართულად ესხმოდნენ.
მეტიც, როგორც "პუბლიკის" რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი "პირველებთან" ამბობს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების მსხვერპლი გახდა, თუმცა მიუხედავად მოძალადეების დასჯისა, შსს-მ მის წინააღმდეგ სასამართლოს აქეთ მიმართა.
ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას და იწყებს უფრო და უფრო მეტად უკანონო ბრძანებების გაცემას. ამ ყველაფრის აღსასრულებლად მათ სჭირდებათ თავისუფალი სამოქმედო სივრცე და კრიტიკული მედია არის ამისი ყველზე ხელშემშლელი ფაქტორი. ცდილობენ, რომ ჟურნალისტებს ხელი შეუშალონ, იძალადონ და დააშინონ. ჩემს შემთხვევაში პირიქით, მე აქეთ მიბარებენ სასამართლოში, რომ მცნონ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. შინაგან საქმეთა სამინისტრო მე აქეთ როცა მცემეს, აქეთ მედავება, რომ თურმე მათ ხელს ვუშლიდი. არცერთი პოლიციელი არ გვინახავს დასჯილი, გამოვლენილიც კი", - ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი.