სახაზინო ტერორი ახალ მასშტაბზე გადის - ზებრა გადასასვლელებზე სიარულის გამო, ბათუმელ აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ

15.02.25 13:11
სახაზინო ტერორი ახალ მასშტაბზე გადის - ზებრა გადასასვლელებზე სიარულის გამო, ბათუმელ აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ

სახაზინო ტერორი ახალ მასშტაბზე გადის - ზებრა გადასასვლელებზე სიარულის გამო, ბათუმელ აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ. 

20-მდე ევროპული მომავლის მცველს უკვე დაურეკეს და უთხრეს, რომ ისინი გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაში არიან მხილებულები. 

როგორც ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი "პირველებთან" ამბობს, მისთვის გაუგებარია, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იბარებენ სასამართლოში, რომლის პროცესის 17 თებერვალს ჩაინიშნა. 

გუშინ საღამოს, დაახლოებით 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ გზას ვკეტავდი განზრახ, ინტენსიურად, გადასვლა-გადმოსვლით. სასამართლო ჩანიშნეს 17-ში. უსამართლო სასამართლოზე მისვლას და დასწრებას ვაპირებთ და დაველოდებით, რას გვეტყვიან. იქ მოვისმენთ დეტალებს, როგორ ვკეტავდით გზას, ამით კანონი და წესი როგორ დავარღვიეთ", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ზებრა გადასასვლელზე სასამართლოში დაბარების უკან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართული მოქალაქეების დაშინების მცდელობად აფასებენ. 

ღიმილის მომგვრელია "ქართული ოცნების" ის ბოლო გადაწყვეტილებები, რასაც აქტივისტების მიმართებით იღებს. ჩვენ გედავებიან გზის შეფერხებას. სასაცილოა, როცა ზებრაზე აჯარიმებენ ქვეითად მოსიარულეებს. რა თქმა უნდა, ეს არის დაშინების ერთ-ერთი მეთოდი, მაგრამ ამით ვერც ბათუმში, ვერც თბილისში და ზოგადად საქართველოში ვერავის ვერ შეაშინებენ", - ამბობს აქტივისტი.