"მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი... აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ" - გვარამია

15.02.25 13:16
"მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი... აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ" - გვარამია

"არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და "მთავარი ახრის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანიის მიერ ყველა გადაცემის შეჩერებას ეხმაურება. 

მისივე თქმით, "მთავარ არხს" ფულადი სახსრები გააჩნია, თუმცა არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გადარიცხვებს ბლოკავს, რაც არხის ოპერირებას გაჩერებას იწვევს.

ახსნა მარტივია: "მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი. 

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს: 

  • კომუნალურს
  • ინტერნეტის
  • ტექმომსახურების
  • ტრანსპორტირების
  • სატელიტის
  • ანძის
  • რეიტინგის
  • შესყიდვების
  • ყველა დანარჩენს

ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!" - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, "მთავარი არხმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, ყველა გადაცემა შეჩერდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არხს ყოველდღიური ფინანსური ოპერირების საშუალება აღარ აქვს.