"ყველა უნდა ხედავდეს, რომ ხალხი გაჩერებას არ აპირებს" - "ლექსენი"

15.02.25 15:46
"ყველა უნდა ხედავდეს, რომ ხალხი გაჩერებას არ აპირებს" - "ლექსენი"

ცნობილი რეპერი ლექსო ქავთარაძე 15 თებერვალს, თბილისში დაანონსებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას შეუერთდება და ევროპული მომავლის მცველების გვერდით დადგება. 

"ლექსენი" "პირველებთან" ამბობს, რომ მიუხედავად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიებისა, ხალხი არ შეშინდება და გამარჯვებამდე იბრძოლებს. 

მთავარი ეს მუხტია და პროტესტის სული. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამინდიც ხელს გვიწყობს და უნდა ხედავდეს ყველა, რომ აქ ხალხი არ აპირებს გაჩერებას. პასუხი არის ერთი, გამარჯვება და იმის წინააღმდეგ გინდა ჯარიმები დაწერონ, რაც გინდა აკეთე. ერთი შეშინდება, 5 გამოვა. 2 შეშინდება, 20 გამოჩნდება", - ამბობს ლექს- სენი.

15 თებერვალი საქართველოში დიდი პროტესტის დღეა - რუსული დიქტატურის წინააღმდეგ თბილისში, 18:00 საათზე, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციაა დაანონსებული. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს ხალხი გეგმავს, საკუთარი ძალა შუშის სასახლეების მოყვარულ ოლიგარქს და მის არაღიარებულ მთავრობას დაანახოს. პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები შეკრებას ევროპის მოედანზე დაიწყებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.