დიანა ტრაპაიძე: მზია უკანონო პატიმარია - ახლა მის გადარჩენის საკითხი დგას

15.02.25 15:28
დიანა ტრაპაიძე: მზია უკანონო პატიმარია - ახლა მის გადარჩენის საკითხი დგას

კლინიკა "ვივამედთან" მოშიმშილე მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძეც იმყოფება. 

ტრაპაიძის თქმით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ახლა დღის წესრიგში მისი გადარჩენის საკითხი დგას - "დრო არ ითმენს, ყველა ლოგიკით უფრო გართულდება ვითარება".

უკვე ისეთ ფაზაში შედის 35-ე დღე შიმშილობის, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეთ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაუკეთებენ, უკვე ექიმებმაც შეიძლება ვერ უშველონ. მზია არის უკანონო პატიმარი, დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა, კვალიფიკაცია შეუსაბამო. სამართლებრივი აბსურდის მიღმა, რომელიც არის ამ საქმეში. ახლა არის ადამიანის გადარჩენის საკითხი.

უკვე სამართალს კანონის ჩარჩოს მიღმა უნდა ვილაპარაკოთ. ეს არის ადამიანის გადარჩენა და რაღაცნაირი ტესტია სამართლიანობის და იმის, გვინდა თუ არა ყველას ერთ ქვეყანაში ცხოვრება. კიდე იყო შანსი სასამართლოსთვის, რომ როგორღაც გამოეშვათ და შეწყვეტილიყო ეს უკანონო პატიმრობა, მაგრამ საერთოდ განხილვაც კი არ მომხდარა ადვოკატების სარჩელის.

დრო არ ითმენს და ყველა ლოგიკით კიდევ უფრო გართულდება ვითარება. აქ ვარ პროტესტისთვის, თხოვნისთვის, მოთხოვნისთვის, მხარდაჭერისთვის, ბევრი რამის გამო ვარ აქ", - ამბობს დიანა ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.