დავით ფუთურიძეს მედიკოსები სინჯავენ - აქტივისტის სახლთან შსს-ს თანამშრომლებიც გამოჩნდნენ

15.02.25 17:32
დავით ფუთურიძეს მედიკოსები სინჯავენ - აქტივისტის სახლთან შსს-ს თანამშრომლებიც გამოჩნდნენ

სამოქალაქო აქტივისტის სახლთან, რომელსაც დაახლოებით 1 საათის წინ თავს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტერიტორიაზე გამოჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ მოასწრო. მედიკოსები ნიღბიანების ძალადობის მსხვერპლ დავით ფუთურიძეს ამ წუთებში სინჯავენ.

სავარაუდოა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც სახისა და სხეულის არეში არაერთი დაზიანება აღენიშნება, დამატებითი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანენ. 

ცნობისთვის, ნიღბიანები სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ დავით ფუთურიძეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. 

ახალგაზრდას, რომელსაც ცემის კვალი სხეულისა და სახის არეში ეტყობა, საცხოვრებელ ბინასთან 4 ე.წ. ტიტუშკა დახვდა. აქედან სამი ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ერთი ნიღბიანი მერსედესის მარკის ავტომობილში იჯდა. თავდასხმის შემდეგ, მოგზავნილმა პირებმა ტერიტორია სწორედ მოცემული მანქანით დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები