"არა რუსულ დიქტატურას" - დიდ შეკრებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება

15.02.25 17:39
"არა რუსულ დიქტატურას" - დიდ შეკრებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება

ქვეყანაში ივანიშვილის რუსული დიქტატურის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტი გრძელდება - დიდ სახალხო დემონსტრაციამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება. ეპიცენტრი თბილისი, ევროპის მოედანია, სადაც ზუსტად 18:00 საათზე რეჟიმის პატიმრების წერილები გასაჯაროვდება. 

საპროტესტო მარში თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. ოლიგარქის რეპრესიების, მოპარული არჩევნების და ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა. 

მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენ იმ ნაბიჯებს, რასაც ეს რეჟიმი დგას რუსული დიქტატურისკენ, არ დავუშვებთ და მშვიდობიანი საპროტესტო გზებით ჩვენ ამას წინააღმდეგობას გავუწევთ. დღევანდელი შეკრებაც ამის დემონსტრირება იქნება. ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით, მაგრამ დღეს გვინდოდა ცოტა უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაგვეკეთებინა. გვინდოდა გვეთქვა ამ ოლიგარქისთვის, არ რეჟიმისთვის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ეს იქნება ძალიან დიდი შეკრება. ჩვენ ვართ მომზადებული გრძელვადიან წინააღმდეგობისთვის, ჩვენ ვართ მომზადებული გრძელვადიანი ბრძოლისთვის. პერიოდულად, როგორც დღევანდელი დღე იქნება ისეთი აქციები. დღევანდელი მესიჯი იქნება "არა რუსულ დიქტატურას", ჩვენ ამას არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ", - ამბობს ტატო ქელბაქიანი.