ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს

15.02.25 18:00
ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს

მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, შირინ ებადი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს.

შირინ ებადი წერს, რომ "ჟურნალისტების დაკავება არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული".

სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საძირკველია. შეზღუდვის დაწესება და ჟურნალისტების დაკავება არასოდეს არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ვიმედოვნებ, რომ მზია ამაღლობელი რაც შეიძლება მალე გამოვა ციხიდან და გააგრძელებს საკუთარ საქმეს," - ნათქვამია შირინ ებადის წერილში.

ნობელის პრემიის ლაურეატის წერილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დოქტორ შირინ ებადს მზიას მხარდაჭერისთვის.

მადლობა დოქტორ შირინ ებადის 2003 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს მზია ამაღლობელის თავისუფლების მხარდაჭერისთვის." - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 35-ე დღეა შიმშილობს.