თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" მის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თემურ ქათამაძე გამოკველევებისთვის კლინიკა "ჰელსიკორშია" მოთავსებული.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.