"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - ვასილ ივანონ-ჩიქოვანი ევროპის მოედანზეა
თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლმა მოქალაქეებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის შეკრება დაიწყეს, ვასილ ივანონ-ჩიქოვანიც იმყოფება.
ჟურნალისტი სოლიდარობას უცხადებს გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ მზია ამაღლობელსა და სინდისის ყველა პატიმარს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი სამშობლოს სიყვარულისთვის სჯის.
"სამართლებრივი საკითხები უნდა აღსრულდეს სამართლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - ამბობს ვასილ ივანონ-ჩიქოვანი, რომელიც რეჟიმის ტყვეებს გამძლეობას უსურვებს.
მზია ამაღლობელის საკითხი და ასევე სხვა ახალგაზრდების საკითხი ჩემი ღრმა რწმენით არის ის პროცესი, როდესაც სამართლებრივ საკითხებში ჩაერია ძალის პრობერის ხელი. როდესაც ეს ასე ხდება, პოლიტიკურ საკითხად იქცევა. როდესაც სამართლებრივ საკითხებში პოლიტიკური მდგენელი შედის, ეს აღარ არის სამართლიანი. ასეთი მიდგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. ეს ყველასთვის კონტრპროდუქტიული იქნება. სამართლებრივი საკითხები უნდა აღსრულდეს სამართლიანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. გამძლეობა სინდისის ყველა პატიმარს", - ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცი, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.