"ქართულ ოცნებას" ეშინია ხალხის ერთობისა და უწყვეტი პროტესტის - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ევროპის მოედანზე იმყოფება, სადაც ევროპული მომავლის მცველები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია ხალხის ერთობის და უწყვეტი პროტესტის.
მე მგონია, რომ ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" ეშინია ხალხის ერთობის და ამ უწყვეტი პროტესტი, იმიტომ რომ ამ პროტესტს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი. ეს პროტესტი, რომ არ ყოფილიყო ჩვენ არ გვექნებოდა ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა და მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული იმით თუ როგორ არ ურიგდება ქართველი ხალხი რუსული დიქტატურული რეჟიმის მეთოდებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ერთად ვიყოთ ერთად და ყოველდღე ვანახოთ, რომ ჩვენ ამას არ ვურიგდებით. ჩვენ მეორეს მხრივ ვუყურებთ რას აკეთებენ ისინი, ისინი სჯიან ადამიანებს საქართველოს სიყვარულისთვის. გყავს სინდისის პატიმრები, მათისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. აქ არის სპეციალურად მომზადებული ყუთი, რომელშიც შევაგროვებთ ამ პატიმრების წერილებს და გავამხნევეთ ჩვენი მხრიდან, ამიტომ ყველას მოვუწოდებ მოდით ევროპის მოედანზე", - ამბობს ეკა გიგაური.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცი, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.