"არა რეჟიმს, საქართველოს ადგილი ევროპაშია" - ბათუმში აქცია იმართება

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება - მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.
"არა რეჟიმს, საქართველოს ადგილი ევროპაშია" - სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები, რომელბიც ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველას, ვინც დაკავებულია უკანონოდ. დღეს რეალურად 17 ადამიანი დაიბარეს სასამართლოში იმის გამო, რომ მათ უფლებას იყენებდნენ და გადადიოდნენ ზებრაზე. დაშინების პრაქტიკა აღარ მოქმედებს. ჯარიმა ფულია, მატერიალური რესურსია. ადამიანური რესურს ჩვენ ვერ ამოგვიწურავენ, ამათ რომ პასუხი არ აქვს ეგ იმას ნიშნავს, რომ სისტემა ნელ-ნელა ირღვევა", - ამბობს მოქალაქე.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.