პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - ადგილზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იკრიბებიან

15.02.25 18:59
პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან - ადგილზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იკრიბებიან

ევროპის მოედნის პარალელურად, საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც მიმდინარეობს - ადგილზე ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები იკრიბებიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებებისა და ევროპული ღირებულებების გამო არ უნდა ათავისუფლებდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან, საჯარო მოხელეებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხიაც იმყოფება. 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, მშვიდობიანი დემონსტრანტების და რიგითი მოქალაქეების გარდა, ივანიშვილის რეჟიმის სამიზნე სწორედ საჯარო მოხელეები არიან, რომელთა წინააღმდეგაც "ქართული ოცნება" რეპრესიებს ახორციელებს. 

ყოველი დილა თენდება სოლიდარობით, მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა მზია ამაღლობელს და როგორც გვაქვს ინფორმაცია ომბუდსმენთან არსებული ექიმების ჯგუფისაგან ყოველდღე არის საფრთხე, რომ დამძიმდეს მისი მდგომარეობა. ასევე სოლიდარობა ბათუმელ მედროშეს. ყოველი დღე არის სოლიდარობის დღე.

მე აქ მოვედი როგორც საჯარო მოხელე, საჯარო მოხელეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად. საჯარო მოხელეები დღეს არიან რეპრესიის სამიზნეები. მათ მოითხოვეს კონსტიტუციის დაცვა და მოითხოვეს ევროინტეგრაცია და დღეს ისინი გახდნენ პირდაპირი სამიზნე ამ რეპრესიების და სამიზნეში მოიყვანეს ეს რეპრესიები. ე.წ. რეორგანიზაციების საკითხით მივიღებთ კიდევ მეორე ტალღას ამ რეპრესიების. საჯარო მოხელეებს ვეტყოდი, რომ საჭიროა ხმის უფრო მეტად ამოღება და ღიად დაფიქსირება მათი მხარდაჭერის ევროინეტგრაციისთვის", - ნანა მალაშხია.

"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება.  მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა.