"არასდროს მიძალადია, ამას დავამტკიცებ" - ძალადობაში დადანაშაულებული მაღალჩინოსანი პირველ კომენტარს აკეთებს

16.09.21 13:36
"არასდროს მიძალადია, ამას დავამტკიცებ" - ძალადობაში დადანაშაულებული მაღალჩინოსანი პირველ კომენტარს აკეთებს

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი, თორნიკე იზორია ისევ თანამდებობას დაუბრუნდა. 

იზორია, რომელსაც მუქარაში ადანაშაულებენ, ​"პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. შს მაღალჩინოსანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და დარწმუნებულია, რომ გამოძიება მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

რამდენჯერაც დამიბარეს, იმდენჯერ გამოვცხადდი. სასამართლოზეც ვიყავი, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხს. გამამტყუნებელი განაჩენი ჯერჯერობით ჩემს მიმართ არ დამდგარა"- აცხადებს იზორია. 

მისი მტკიცებით, ბიზნესპარტნიორს იარაღით, სიცოცხლის მოსპობით არასდროს დამუქრებია. იზორია ირწმუნება, რომ ტყუილია ადვოკატის ინფორმაციაც, რომ ძალადობა არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდებოდა. 

ყველაფერი ცრუ ბრალდებაა და ამას სასამართლოზე დავამტკიცებ. ძალადობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. მამაჩემის გავლენები არასდროს გამომიყენებია" - განაცხადა იზორიამ.