ევროპის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო
ევროპის მოედნიდან მოქალაქეებმა პარლამენტისკენ მსვლელობ დაიწყეს - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებსა და ივანიშვილის რუსულ დიქტატურას დღეს კიდევ ერთხელ ეუბნებიან უარს.
"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სკანდირებენ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და საპროტესტო მოწოდებების შინაარსის მქონე ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი.
პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა მსვლელობის დროს საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
ცნობისთვის, თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.