თემურ ქათამაძე კლინიკიდან უკან, იზოლატორში დააბრუნეს
ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკიდან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.
ფაქტს თემურ ქათამაძის ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი ადასტურებს.
მისი თქმით, ქათამაძეს გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით კი მოშიმშილე პატიმარს არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.