"არა რუსულ დიქტატურას" - ბათუმში მსვლელობა იმართება

15.02.25 19:52
"არა რუსულ დიქტატურას" - ბათუმში მსვლელობა იმართება

თბილისის პარალელურად, მოქალაქეებმა მსვლელობა ბათუმშიც დაიწყეს - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ცენტრალური პარკიდან დაიძრნენ და ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმყოფებიან. 

"ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ცნობისთბის, ბათუმის გარდა, აქცია თბილისშიც იმართება. ევროპის მოედნიდან მოქალაქეებმა პარლამენტისკენ მსვლელობ დაიწყეს. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებსა და ივანიშვილის რუსულ დიქტატურას დღეს კიდევ ერთხელ ეუბნებიან უარს. 

მსგავსი სიახლეები