პროტესტის მე- 80 დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს რუსთველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
"არა რუსულ დიქტატურას" - ამ ლოზუნგის გარშემო თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. დიდი სახალხო დემონსტრაცია, სადაც სინდისისი პატიმრების წერილები გასაჯაროვდება, თავისუფლების მოედანზე გაგრძელდება და პარლამენტთან დასრულდება. მოპარული არჩევნების და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც ქვეყნის საგარეო კურსი მნიშვნელოვანია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება - ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.