მასშტაბური სპეცოპერაცია ქართლში - ტვ პირველმა განჩინება მოიპოვა

16.09.21 15:50
მასშტაბური სპეცოპერაცია ქართლში - ტვ პირველმა განჩინება მოიპოვა

ქურდული სამყაროს გარემოცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციამდე მოსამართლის განჩინების საფუძველზე უსმენდა. ,,პირველებმა" სწორედ ეს განჩინება მოიპოვა, სადაც დაკავებულების წინააღმდეგ მთავრ მტკიცებულებად ჩვენებები და ქიმიური ესპერტიზის დასკვენებია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციების სერიაზე შს სამინისტროში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ირკვევა, რომ დაკავებულები კრიმინალური ავტორიტეტების დავალებით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ თანხებს, ძვირფას ნივთებსა და ავტომობილებსაც კი. მათი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, თანხა და ავტომობილები. აგრეთვე, ისინი აგვარებდნენ ბიზნესდავებსაც.

ბრალდებულები სისტემატურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, "კანონიერი ქურდების" დავალებით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს ფულად თანხებსა და ძვირად ღირებულ ავტომანქანებს სძალავდნენ. მათი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსაროლი იარაღი, ჯავშანჯილეტი, საბრძოლო ვაზნები. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს -  აღნიშნეს სპეციალურ ბრიფინგზე.

პირველების ინფორმაციით, არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ყველა მათგანი შიდა ქართლიდან თბილისის წინაწარი მოთავსების იზოლიატორში გადაიყვანეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე შსს-ს თანამშრომლებმა სიდა ქართლში 11 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.