სუროგატი დედების ბიზნესი და მოტყუებული ქალები - რას ყვებიან ყაზახეთიდან სამუშაოდ ჩამოყვანილები

16.02.25 20:40
სუროგატი დედების ბიზნესი და მოტყუებული ქალები - რას ყვებიან ყაზახეთიდან სამუშაოდ ჩამოყვანილები

სუროგატ დედებად საქართველოში ჩამოყვანილ ქალებს ფულს არ უხდიან. ყახაზი სუროგატი დედები ამბობენ, რომ მოატყუეს. ერთ-ერთი 23 წლის ანასტასია ამ დრომდე თბილისშია. სუროგატი დედა "პირველებს" უყვება, რომ არ აქვს საკვების ფულიც კი. საქართველოში 4 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა. ბავშვი 31 იანვარს გააჩინა ჩინელი წყვილისთვის, მაგრამ ამ დრომდე თანხას არ უხდიან. შიმშილისგან დასჭირდა სასწრაფო დახმარება და გადასხმა. უკვე რამდენიმე დღეა სუროგატი დედა უშედეგოდ ცდილობს კომპანიისგან პასუხის მიღებას. თავდაპირველად ყაზახი ქალების ისტორია "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა.   

23 წლის ანასტასია მარტო არ არის. "პირველებს" სუროგატი დედა უყვება კიდევ 50 ქალის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან კომპანია "ქინდერლი ჯორჯიამ" ჩამოიყვანა. მათგან 10 ქალი, რომლებმაც უკვე იმშობიარეს, თვეებია უშედეგოდ ელის ანაზღაურებას. მათ შორის ერთ-ერთი სამი თვეა კუთვნილ 8 ათას დოლარს ელოდება. ყაზახეთიდან ჩამოსული სუროგატ დედას პოლიციაში საჩივარი კომპანიის დამფუძნებლის წინააღმდეგ აქვს

შეტანილი. ქალის მტკიცებით, რუსლან ტიმოშენკო მას ემუქრებოდა. 
"ქინდერლი ჯორჯი", რეესტრის თანახმად, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებს ეკუთვნით. ერთ-ერთ მფლობელ რუსლან ტიმოშენკოს, როგორც ჩანს, პირადად აქვს კომუნიკაცია სუროგატ დედებთან. ანასტასიას მშობიარობის დღეს მისცეს ხელწერილი, რომ ჰონორარს 7 დღეში გადაუხდიდნენ. კომპანიაში მივედით იმის გასარკვევად, რატომ არ ასრულებენ პირობას? 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.