რეჟიმი ტოტალურ კონტროლზე გადადის - თბილისის მერიამ 3 მლნ-ის სათვალთვალო კამერები შეიძინა

16.02.25 21:13
რეჟიმი ტოტალურ კონტროლზე გადადის - თბილისის მერიამ 3 მლნ-ის სათვალთვალო კამერები შეიძინა

საპროტესტო აქციებით შეშინებული რეჟიმი ტოტალურ კონტროლზე გადადის. ბოლო ერთ თვეში თბილისის მერიამ აუქციონის გარეშე, ელექტრონული ტენდერით სამი მილიონის ღირებულების სათვალთვალო კამერა შეიძინა. ანუ, იმ დროს, როდესაც დედაქალაქში მრავალრიცხოვანი პროევროპული აქციები იმართებოდა. სცენარი კი შემდეგია:  შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ სწორედ ამ კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს იყენებს - ან სისხლის სამართლის წესით აკავებს, ან 5 ათასი ლარით აჯარიმებს.

მაშინ, როდესაც დედაქალაქში არ არის გამართული სატრანსპორტო სისტემა, დაუსრულებელია არაერთი პროექტი, მოუწესრიგებელია მეტროსადგურები და ქუჩები, მერია ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულს, ისევ ხალხის წინააღმდეგ იყენებს. ნაცვლად იმისა, რომ თანხები მუნიციპალური სერვისების განვითრებას ხმარდებოდეს, არამიზნობრივად იხარჯება. ოპოზიცია აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი ბიუჯეტის ფულს ფლანგავს და პარტიული საჭიროებისთვის იყენებს.

ევროპული მომავლის მცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ახლა ხალხის ძალის ყველაზე მეტად ეშინია და ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ 81 დღიანი უწყვეტი პროტესტი ჩაახშოს ტოტალური თვალთვალითა და ფინანსური ტერორით.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.